
Orbi Continental
Central Park Towers
Orbi City
Avenue by ORBI
ბათუმი, საქართველოს წამყვანი სანაპირო ქალაქი, რომელსაც 2024 წელს უპრეცედენტო რაოდენობის, 2.5 მილიონზე მეტი მნახველი ჰყავდა, იქცა შავი ზღვის მთავარ კურორტად.
Orbi Group კვლავაც პოზიციონირებს ბათუმში ინოვაციური და პრემიუმ კლასის პროექტებით, რაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქალაქის რეპუტაციის განმტკიცებაში, როგორც ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ინვესტიციურ მიმართულებად. საქართველო საერთაშორისო ინვესტორებს სთავაზობს მნიშვნელოვან უპირატესობებს, მათ შორის გაცილებით გამარტივებული საცხოვრებელი ნებართვების პროცესს და ხელსაყრელ საგადასახადო პირობებს.
ქალაქის სტრატეგიული მდებარეობა, სუბტროპიკული კლიმატი, 300+ მზიანი დღე და ახლადგაფართოებული 7 კილომეტრიანი ბულვარი ბათუმს აქცევს იდეალურ ადგილად როგორც ტურიზმისთვის, ასევე საცხოვრებლად.
ჩვენი პროექტები
მიმდინარე პროექტები
დასრულებული პროექტი 0% შიდა განვადებით
შეიძინეთ აპარტამენტები ახალი ბათუმის სანაპიროს პირველ ზოლში
დასრულებული პროექტი 0% შიდა განვადებით
სრულად აღჭურვილი, კომფორტული აპარტამენტები სანაპიროსთან ახლოს
record of success
over 30 projects
რატომ საქართველო
უსაფრთხო და დინამიკური ქვეყანა
საქართველო ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანაა ევროპაში, სწორედ ამიტომ განსაკუთრებით იზიდავს საერთაშორისო მნახველებსა და ინვესტორებს.
სტრატეგიული მდებარეობა აერთიანებს 85+ პირდაპირი ფრენის მიმართულებას თბილისიდან, ბათუმიდან და ქუთაისიდან.
ქვეყანაში მრავლადაა UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის მიერ დაცული ადგილები. საქართველო მდიდარია ოთხივე სეზონის კურორტებითა და სწრაფად განვითარებადი თანამედროვე ინფრასტრუქტურით.
გონივრული ინვესტიცია
უძრავი ქონების რეგისტრაციის პროცესს სჭირდება მხოლოდ 24 საათი, ფიზიკური პირებისთვის არ არსებობს უძრავი ქონების გადასახადი და უცხოელებს არ აქვთ საკუთრების შეზღუდვები.
უძრავი ქონების ბაზარი აჩვენებს სტაბილურ 15-21%-იან წლიურ ზრდას და 5-7%-იან საშუალო ქირავნობის შემოსავალს (Geostat 2023).
მრავალვალუტიანი ანგარიშები და მზარდი ტურიზმის სექტორი (2023 წელს 130%-იანი ზრდა 2019 წელთან შედარებით - ეროვნული ტურიზმის ადმინისტრაცია) ქმნიან ხელსაყრელი ინვესტიციების კლიმატს.
აქ ცხოვრების სიკეთეები
ORBI GROUP უზრუნველყოფს საცხოვრებელი ნებართვის პროცესში სრულ სამართლებრივ მხარდაჭერას, რაც მოიცავს 50+ ქვეყანაში უვიზო მოგზაურობის შესაძლებლობასაც;
ამასთან, საქართველო ფლობს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს;
უძრავ ქონებაში ინვესტიცია უზრუნველყოფს ქვეყანაში თქვენი ცხოვრების უფლებას;
კერძო საერთაშორისო სკოლები ბავშვებს განათლების მიღებას მრავალ ენაზე სთავაზობენ.
What we do
ორბი ჯგუფის შესახებ
27+ წლიანი წარმატებული ოპერირება
4+ მილიონი მ² დასრულებული პროექტის ფართობი
55 ოფისი მსოფლიოში
7,500+ თანამშრომელი
ჩვენს შესახებ
ორბი ჯგუფი არის უძრავი ქონების წამყვანი დეველოპერი საქართველოსა და ევროპაში, რომელიც სპეციალიზებულია მაღალი შემოსავლიანობის საინვესტიციო ობიექტების მშენებლობის მიმართულებით. კომპანია ახორციელებს მასშტაბურ პროექტებს უნიკალური არქიტექტურითა და კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურით, რაც მუდმივად იზიდავს როგორც ინვესტორებს, ასევე ტურისტებს. ყოველწლიურად ორბი სითის 1.5 მილიონზე მეტი ადამიანი სტუმრობს.
პორტფოლიოთი, რომელიც სხვადასხვა მასშტაბისა და სირთულის ათობით წარმატებით დასრულებულ პროექტს მოიცავს, ორბი ჯგუფი მშენებლობის ყველა ეტაპზე მთავარ აქცენტს ხარისხზე აკეთებს. ჩვენ ვიყენებთ მასალებს წამყვანი საერთაშორისო მწარმოებლებისგან, ვნერგავთ (ვახორციელებთ) მოწინავე სამშენებლო ტექნოლოგიებსა და ყოველ ეტაპზე ვახორციელებთ პროფესიონალურ შეფასებას. საუკეთესო მომსახურებისა და ინფრასტრუქტურის უზრუნველსაყოფად, ვთანამშრომლობთ საერთაშორისოდ აღიარებულ ბრენდებთან აპარტამენტების მართვისა და კომპლექსური ოპერაციების სფეროში.
საიმედოობის, კომფორტისა და მაღალი ხარისხის სტანდარტების წყალობით, ორბი ჯგუფმა ინდუსტრიაში სანდო ბრენდის რეპუტაცია მოიპოვა. ვამაყობთ, რომ ვართ უძრავი ქონების 200-ზე მეტი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი და 77 ქვეყნიდან ინვესტორების რჩეული.
რატომ უნდა ჩადოთ ინვესტიცია ჩვენს პროექტებში
ორბი ჯგუფი განვითარებისთვის მხოლოდ ყველაზე მიმზიდველ ადგილებს ირჩევს მთელი საქართველოს მასშტაბით, განსაკუთრებულ აქცენტს კი ბათუმზე, ქვეყნის წამყვან შავი ზღვის კურორტზე აკეთებს.
2024 წელს ბათუმმა 2.5 მილიონზე მეტი ვიზიტორით რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, რითაც მისი სტატუსი, როგორც რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ადგილის, კიდევ ერთხელ განამტკიცა.
ბათუმი არა მხოლოდ პოპულარული კურორტია, არამედ კომფორტული ადგილია როგორც საცხოვრებლად, ისე ბიზნესის წარმოებისთვის. საქართველო მსოფლიო ლიდერებს შორის მუდმივად მოწინავე ადგილს იკავებს ბიზნესის წარმოების სიმარტივისა და საინვესტიციო მიმზიდველობის თვალსაზრისით. ქალაქი საერთაშორისო ინვესტორებს მთელ რიგ უპირატესობებს სთავაზობს: გამარტივებულ ბინადრობის ნებართვის პროცედურებს, ხელსაყრელ საგადასახადო პირობებსა და გასაქირავებელ უძრავ ქონებაზე მაღალ მოთხოვნას.
ჩვენი ობიექტები მდებარეობს ბათუმის ყველაზე პრესტიჟულ ადგილებში — ქალაქის ცენტრში და უშუალოდ სანაპირო ზოლზე. ეს პრემიუმ პოზიციონირება უზრუნველყოფს ორბი ჯგუფის კომპლექსებში აპარტამენტებზე მუდმივად მაღალ მოთხოვნას როგორც ტურისტების, ასევე ინვესტორების მხრიდან.
ორბი ჯგუფის ისტორია
1998
ორბი ჯგუფი 1998 წელს დაარსდა და საქართველოს საინვესტიციო უძრავი ქონების ბაზარზე პიონერი გახდა. კომპანია ქვეყანაში პირველი იყო, რომელმაც მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსების განვითარება დაიწყო.
2004
2004 წლისთვის კომპანიამ ბათუმის ცენტრში ააშენა და საექსპლუატაციოდ ჩააბარა ხუთი საცხოვრებელი აპარტამენტი.
2010
2010 წელს კომპანიამ დაიწყო პირველი აპარტამენტის ტიპის სასტუმროს, ORBI PLAZA-ს მშენებლობა, რამაც საფუძველი ჩაუყარა ორბი ჯგუფის არა მხოლოდ, როგორც ქვეყნის უდიდესი დეველოპერის, არამედ სასტუმროებისა და საინვესტიციო უძრავი ქონების რეგიონული ლიდერის აღზევებას.
2012–2018
ამ პერიოდში ორბი ჯგუფმა ბათუმში რამდენიმე პოპულარული საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დაასრულა, მათ შორის ORBI City Park-ის, ORBI Sea Towers-ის, ORBI Residence-ისა და ORBI Beach Tower-ის.
2016
კომპანიამ ბაკურიანში, საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სათხილამურო კურორტზე ORBI Palace-ის დიდებული გახსნა აღნიშნა. ამავე დროს, ორბი ჯგუფმა წამოიწყო თავისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პროექტი, ORBI City, რომელიც გახდა არა მხოლოდ ყველაზე პოპულარული ბათუმში, არამედ მსოფლიოში ყველაზე დიდი სასტუმრო კომპლექსი 10,800 ნომრით!
2019–2020
ORBI City კომპლექსის სამი თაუერი დასრულდა და ექსპლუატაციაში შევიდა (საექსპლუატაციოდ გამზადდა).
2024
2024 წელს ორბი ჯგუფმა ორი მნიშვნელოვანი ახალი პროექტის დაწყება დააანონსა (გამოაცხადა): პრემიუმ კლასის ORBI Continental აპარტამენტების კომპლექსი ბათუმში და Central Park Towers — პირველი ინტეგრირებული რეზორტი თბილისში, უნიკალური პროექტი რეგიონში.
-
30+
შესრულებული პროექტი -
26
წარმატებული
სამუშაო წელი -
3
მილიონ კვადრატულ მეტრზე
გაშენებული პროექტები -
77
ქვეყნიდან
წარმოდგენილი ინვესტორი -
7 500+
დასაქმებული -
55
ოფისი 22 ქვეყანაში
ORBI BEACH TOWER
გსურთ გაიგოთ მეტი პროექტზე? შეავსეთ ფორმა და ჩვენი წარმომადგენელი მალე დაგიკავშირდებათ.
Orbi Sea Towers
გსურთ გაიგოთ მეტი პროექტზე? შეავსეთ ფორმა და ჩვენი წარმომადგენელი მალე დაგიკავშირდებათ.
Orbi Residence
გსურთ გაიგოთ მეტი პროექტზე? შეავსეთ ფორმა და ჩვენი წარმომადგენელი მალე დაგიკავშირდებათ.
Orbi Plaza
გსურთ გაიგოთ მეტი პროექტზე? შეავსეთ ფორმა და ჩვენი წარმომადგენელი მალე დაგიკავშირდებათ.
ORBI Continental
გსურთ გაიგოთ მეტი პროექტზე? შეავსეთ ფორმა და ჩვენი წარმომადგენელი მალე დაგიკავშირდებათ.
Central Park Towers
გსურთ გაიგოთ მეტი პროექტზე? შეავსეთ ფორმა და ჩვენი წარმომადგენელი მალე დაგიკავშირდებათ.